პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ცესკოში მომხდარ დღევანდელ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი ხსნარი შეასხა.
ფსევდოლიბერალი აგენტურის გაგებით ის სტუდენტი რა სტუდენტია, ნაცების მობრუნების აქციაში რომ არ აქვს მონაწილეობა მიღებული 😊 მერე რა, რომ სამასიათასი ხმის გაყალბების სიცრუეში უნდათ დააჯერონ… სინამდვილეში, ნაცობა არის შავი ლაქა და ნაცების მხარდაჭერა – სირცხვილი. ამიტომ
სწორი სამკლაურები უკეთიათ კოლექტიურ ნაცებს, შავი ლაქა! -წერს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, შსს-მ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის სახეში თხევადი სითხის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო