ვლადიმერ ზელენსკი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა  ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ახლა უყრაინაში სარაკეტო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ოთხი ტიპის რაკეტის გამოცდა მიმდინარეობს.