ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სავარაუდო გადაწყვეტილება, რომ დაუშვა შორი მოქმედების იარაღით დარტყმა რუსეთის ტერიტორიაზე.
დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა ამ გადაწყვეტილების ავტორებს „გონებასუსტები“ უწოდა.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება ვიდრე, მამაჩემს გაუჩნდება შესაძლებლობა დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები. სამი მილიარდი დოლარის შოვნაა საჭირო. ეშმაკმაც დაწყევლოს ცხოვრება! გონებასუსტებო!“ – წერს დონალდ ტრამპ უმცროსი.