რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვის გაცემა უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელსაც მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე მივყავართ. რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა.
„ეს უპრეცედენტო ნაბიჯია მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ და ამერიკელები ამას გააკეთებენ წამსვლელი მოხუცის ხელით, რომელიც ორ თვეში აღარ იქნება პასუხისმგებელი არაფერზე“, – აღნიშნა ჯაბაროვმა.
მისი თქმით, რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდება ასეთ შეტევებს. ჩვენ გვაქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა. საპასუხო დარტყმა იქნება ისეთი, რომ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ყველა ცენტრი, დნეპრზე ყველა ხიდი შეიძლება დაინგრეს. დარტყმა შეიძლება იყოს საშინელი“, – დასძინა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.