“7 საათზე შევიკრიბოთ თსუ-სთან, გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ”- ჭიჭე ვაშაძე

წინააღმდეგობის მოძრაობის სამომავლო გეგმების შესახებ, დღეს საღამოს 7 საათიდან გახდება ცნობილი. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს და მოსახლეობას თსუ-სთან მისვლისკენ მოუწოდეს:

“ვთხოვთ საზოგადოებას, ყველანი შევიკრიბოთ აქ, უნივერსიტეტთან, სადაც შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. 7 საათზე, გთხოვთ, რაც შეიძლება ბევრნი მოვდეთ ამ ადგილზე”- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

პროტესტი კი, რომელიც გუშინ, საღამოს 8 საათზე დაიწყო ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა ღამე თსუ-ის პირველ კორპუსთან გაათენეს.