თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა. მან ნევას თასი მოიგო.
შეჯიბრება, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილოეობდა, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, 10 სექტემბერს ნახევარფინალები ჩატარდა, 11-ში – ფინალი. 1/2 ფინალში ცსკა-მ 80:78 დაამარცხა მასპინძელი „ზენიტი“, საჩემპიონო მატჩში კი სარატოვის „ავტოდორს“ 26 ქულის სხვაობით აჯობა – 93:67.
შენგელიას თანაგუნდელები პირველივე მეოთხედში 21:13 დაწინაურდნენ. „ავტოდორის“ დარ გუნდთან კი თავიდანვე უპირატესობის მოპოვება გამარჯვებას ნიშნავს – ცსკა-ს იმ დონის კალათბურთელები ჰყავს, თავს მოდუნების უფლებას იშვიათად რომ აძლევენ და მოპოვებულ უპირატესობას არ ანიავებენ.
ანგარიში მოგახსენეთ – 93:67 მოსკოველთა სასარგებლოდ. საინტერესოა – მაშინ, როცა მოედანზე თორნიკე შენგელია იყო ცსკა 26 ქულით დაწინაურდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია. თუმცა თოკოს ქულათა ფოიერვერკი სულაც არ მოუწყვია. მან 20 წუთში 4-4 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა, 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. 6 ქულის პარალელურად მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა-დაფარება და 6-6 პასი-მოხსნა ჩაიწერა.
მატჩის ბომბარდირი თოკოს ლატვიელი თანაგუნდელი იანის შტრელნიეკსი გახდა.
ცსკა-ს უახლოესი მატჩი 17 სექტემბერს სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ ელის.
“1 არხი”