აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, დაერთო ნება უკრაინისთვის აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს, კარგი გადაწყვეტილებაა, – Politoco-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენის ახალი ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების გამოყენებით, უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე.
„რუსეთი ერთადერთი ძალაა, რომელმაც მიიღო ესკალაციური გადაწყვეტილება. სწორედ ამან გამოიწვია აშშ-ის გადაწყვეტილება“, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნება დართო.