ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა, რომელიც 77 ადამიანის მკვლელობისთვის ციხეში სასჯელს იხდის, თავზე Z ასოები დაიხატა და ასე მივიდა სასამართლოში. სასამართლო ბრეივიკის ვადამდელ-პირობითი გათავისუფლების საკითხს განიხილავდა. ინფორმაციას dagbladet.no ავრცელებს.
ასევე მან სასამართლოში პლაკატი მოიტანა, რომელზეც რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სამხრეთ კორეის მხარდამჭერი ლოზუნგები ეწერა.
როდესაც ჟურნალისტებმა ბრეივიკს ჰკითხეს, თუ რას გააკეთებს პირობითი გათავისუფლების შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ საზღვარზე გადავა და სპეცსამსახურებს ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლაში დაეხმარება. თავად ბრეივიკი საკუთარ თავს „რადიკალიზაციის მსხვერპლს“ უწოდებს და ტერაქტის დროს დაშავებულებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობა დადო.
2022 წელის თებერვალში ბრეივიკმა ვადამდელ-პირობითი გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა უკვე შეიტანა, მაგრამ ის უარყოფილი იყო.