ევროპული ქვეყნები მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას აშშ-ის დახმარების შემცირების შემთხვევაში – სიკორსკი

ევროპის უმსხვილესი ქვეყნები მზად არიან გააგრძელონ უკრაინის დახმარება, მაშინაც კი, თუ აშშ დახმარებას შეუწყვეტს. ეს ეხება როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სიკორსკიმ მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან.

მოლაპარაკებების დროს მონაწილეებმა განიხილეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალი, ძლიერი და სტაბილური ევროპის მშენებლობა, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთთან ომში და მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივები.

პოლონელი მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ განვიხილავთ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაზრდის შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში, მოხარული ვარ აღვნიშნო ევროკავშირის უდიდესი ქვეყნების მზადყოფნა, აიღონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის ტვირთი, თუ აშშ დახმარებას შეუწყვეტს უკრაინას“, – განაცხადა სიკორსკიმ.