საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეები და გამვლელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის, რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციის მიმართ მოქალაქეებმა პრეტენზია რამდენჯერმე გამოთქვეს, რაც დემონსტრანტების მიერ გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა. აგრეთვე, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აქციის მონაწილეებს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, აგინებდა მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. საბოლოოდ კი ინციდენტი ორივე შემთხვევაში სამართალდამცავებმა აღკვეთეს.