გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. ინფორმაცია გაეროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტი ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა.
როგორც გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა განაცხადა, ვაშინგტონი მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც გარკვევით მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში.