გიორგი ვაშაძეს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით  თაკო ჩარკვიანთან და მის ოფისთან დაკავშირებული ყველა შესაძლო პირის კონტაქტები ოპერატიულად იქნა მოძიებული და მათი ტესტირება დღეს 11:00-დან დაიწყო. ჩიხლაძის თქმით დააავდებათა კონტროლის ცენტრთან აქტიური კოორდინაციით მოხდა ამ ადამინების ტესტირების ჩატარების პროცესის ორგანიზება და ის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელს აქტიური მუშაობისთვის

„ მოგეხსენებათ გუშინ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს და მათ შორის ქალბატონ თაკო ჩარკვიანს კოვიდ 19  დაუდასტურდა, შესაბამისად სწრაფად მოვახერხეთ ჩვენი რესურსების მობილიზება და ჩვენ თვითონვე გუშინვე მივაწოდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყველა იმ სავარაუდო კონტაქტის კონტაქტები და მოვითხოვეთ შესაბამისი რეაგირება. ტესტი ჩაიტარა როგორც პისიარი, ასევე  ანტისხეულებზე ბატონმა გიორგი ვაშაძემ და შესაბამისად დღეს მივიღეთ პასუხი, რომელიც არის უარყოფითი. შედგენილია 87  კაცის სია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგზავნილია და შესაბამისად დღეს უკვე  დაგეგმილია 11:00 საათიდან ამ ადამიანებზე ტესტირებები და სპეციალური განრიგი არის შედგენილი. ეს არის ის 87 ადამიანის კონტაქტები, ვისაც კი გადაკვეთა ჰქონდა ქალბატონ თაკო ჩარკვიანთა და მის ოფისთან საბურთალოზე, ყველა მათგანი დაიტესტება და შესაბამისი პასუხები ხვალ იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს და ჩვენთან კოორდინაციით დეტალურად დაგეგმეს დღეს ვის და როდის ჩაუტარდება ტესტი. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კოტროლის ცენტრის თანამშრომელს ლია სანოძეს“ – სერგო ჩიხლაძე.

 

“ალია”