საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებია გაშლილი. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება რამდენიმე ათეული მომიტინგე.
ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად პარლამენტს გარეთ აქციას გამართავენ.