კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის მეზობელს და ასევე ახმეტის სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდათ.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, გურჯაანში შემთხვევაზე მოძიებული კონტაქტების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი გვიან ღამით გახდა ცნობილი და მათგან დადებითი მხოლოდ ერთია. ახმეტის შემთხვევაზე, კი მატანში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, covid-19 დაუდასტუდა. მისი დაინფიცირების სავარაუდო წყარო, ბათუმის კლასტერს უკავშირდება.

რეგიონში ორივე ინფიცირებულის კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.

 

“რუსთავი2”