“ნიუს ფრონტს” დაუკავშირდა ევროპიდან ჩამოსული და ამჟამად, ბათუმში სასტუმრო ” ლეგენდაში” არსებულ საკარანტინო ზონაში მყოფი პიროვნება – ნოდარ გიგანი, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ორი დღის წინ პირადად ის და მასთან მყოფი რამდენიმე პიროვნება მოიწამლა საკვებისგან. ამ ფაქტს ხელისუფლება მალავს და არ ახმაურებს.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ შეატყობინა საპატრულო პოლიციას, ასევე ადვოკატ ლაშა გოლუბიანის საშუალებით სახალხო დამცველის აპარატს და მთავრობის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე არავინ არ პასუხობს. ამ წუთამდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია აღნიშნულ ფაქტს.
ნოდარ გიგანი აღარ ენდობა სასტუმროს ადმინისტრაციას და მათ საკვებს, პროტესტის ნიშნად გამოაცხადა შიმშილობა. მისი მთავარი მოთხოვნაა რომ იგი გადაყვანილ იქნას თვითიზოლაციაში, ან თბილისის ნებისმიერ სასტუმროში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში.