გაზრდილი ფასები, მოქალაქეების ყოველდღიურობაზე მძიმედ აისახება. “საქსტატის” მონაცემებით წლიური ინფლაციის დონე 6.9 პროცენტია. ფასები გაიზარდა პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, მათ შორის პურზე, ხორცზე, რძის ნაწარმსა და ხილზე. ასევე გაზრდილი ფასი აქვს ალკოჰოლსა და თამბაქოს.
ფასების ზრდა და ის ციფრები, რომლებიც დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა, ,მძიმედ აისახება ქვეყანაში არსებულ სურათზე.
ბაზარში როგორც მყიდველები, ასევე გამყიდველები “კურიერთან” საუბარში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, რომელთაც მოქალაქეებიყ ველაზე ხშირად მოიხმარენ.
ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა და ფასების მატება – ეს ის საკითხებია, რომლებზეც კითხვები ოფიციალურ პირებთანაც დაისვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს. თუმცა ის შედეგები, რომლებიც სახეზეა, არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორითაა გამოწვეული.
“ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. აღნიშნულის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ჩვენი პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიმდინარე წლის მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება. შემდეგი წლის მარტიდან დაიწყებს შემცირებას, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს და შემდგომ თანდათან მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს,” – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სასურველია მომავალი წლის გაზაფხულისთვის მიზნობრივ ნიშნულამდე მივიდეს ინფლაციის მაჩვენებელი და შემდგომ უკვე დაიწყოს მდგომარეობის გაუმჯობესება.