„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მწერალ ლაშა ბუღაძის სალომე ზურაბიშვილისადმი გაჟღერებულ მოწოდებას შეიწყალოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ოპოზიციის მხარდამჭერ მწერალს დიდი ხანია სურდა ამ მოთხოვნის გაჟღერება, თუმცა, ამ დრომდე ვერ ბედავდა.
სწორედ ამიტომ, ქადაგიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ექსტრემისტ-ფაშისტურ მოვლენად ჩამოყალიბებული ფსევდო ლიბერალური ძალების გამოაშკარავება და მათი პოლიტიკიდან ჩახსნა.
„ამის თქმისთვის, რომ წლებია ემზადები და აქამდე ვერსად ჩააკვეხე აზრი, რომ იმაზე დიდი გორსალა არ გამოჩენილიყავი და ახლა გგონია დროულია…
სალომე ვერ გიშველით, ვერც შენ და ვერც შენ პატრონებს. ბოლომდე უნდა ჩაირეცხოთ პოლიტიკურ სანაგვეზე, განსაკუთრებით ვითომ „შუაშისტი” ლიბერალური ელიტა, რომელიც ექსტრემისტ-ფაშისტურ მოვლენად ჩამოყალიბდა საქართველოში და რომელსაც გაცილებით ბინძური მემკვიდრეობა დაუგროვდა, ვიდრე სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა თავისი პოლიტიკით!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.