შსს: აქციაზე დაშავდა 32 სამართალდამცველი, მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ.

აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი“, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, აქციის დროს სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 43 პირი დააკავეს