დიმიტრი პესკოვი – საქართველოში მიმდინარე პროცესებში არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით – საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი - საქართველოში მიმდინარე პროცესებში არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით - საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის

„ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით ამ პროცესებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, საქართველოში ადგილი აქვს სიტუაციის შერყევის მცდელობას და ხელისუფლება ატარებს ზომებს მის დასასტაბილურებლად.

„რა თქმა უნდა, სახეზეა სიტუაციის შერყევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სიმშვიდის დასაბრუნებლად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.