მაგ ბორშჩს რა მიმართულებით მოგახმართ, ნახავთ!

“ქუთაისში ჩვენი პარტიის საარჩევნო პრეზენტაციაზე 5000-ზე მეტი კაცი შეიკრიბა. ქუთაისის თეატრის წინამდებარე მოედანი გაივსო. დისტანციის დაცვით, ცხადია! შეკრების ეს მასშტაბი რომ გადაფარულიყო და ჩვენი პრეზენტაცია სრულფასოვნად არცერთ ტელეარხს რომ არ გაეშუქებინა, პრეზენტაციის დაწყებამდე დადგეს ე.წ. ბორშჩის სამკაციანი ეტიუდი და ამ სამკაციან ცირკს ყველა არხი წარმატებით ტირაჟირებდა. ეს მაშინ, როცა მოედანზე 5000-ზე მეტი ადამიანი იდგა!” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი თავის სოცილურ ქსელში წერს.

“ჩვენი პარტიის საინფორმაციო ბლოკირება იმდენად მკაფიოა, რომ წესით ამას უნდა ხედავდეს ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი კლიპების უაზრო რევიზიით კი არ უნდა იყოს დაკავებული, ეს მისი საქმე არაა, არამედ უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს მისი საარჩევნო ღონისძიებების გაშუქების თანაბარი საშუალება.

რაც ქუთაისში ვიხილეთ, ეს იყო უნიჭო პროვოკაცია. პრეზენტაციის დაწყებამდე მოდის სამი გეირევოლუციონერი, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ ბორშჩი სინამდვილეში უკრაინული, პოლონური, ლიტვური წვნიანია და არა მარტო რუსული და რას აპროტესტებს, გაუგებარია. სხედან კურდღლებივით. ეს სამი ფრინველი ჩვენი მხარდამჭერებისთვის იმდენად უსახური და სასაცილო აღმოჩნდა, რომ პროვოკაცია არ შედგა, მაგრამ შეიძლება შემდგარიყო, ამაზე უნდა ეზრუნა პოლიციას, რომელმაც სამი უცხო ფრინველი ჩვენი აქციიდან არა თუ არ გაიყვანა, არამედ ბოლომდე დატოვა. საინტერესოა, პოლიცია რას ელოდა?!

აი, ამ სიცარიელიდან ტელეარხებმა სიუჟეტი შექმნეს, ეს ახალი ჟანრია- მთავარი ამბავი არაა აქტუალური, აქტუალურია კაცს რომ ცხვირზე ბუზი დააჯდა.

ახლა იმ ე.წ. პოლიტპარტიებს ვეუბნები, ვინც დღეს ჩვენთან სამი კურდღელი გამოაგზავნა. ხვალიდან ყველა ამ პარტიის ანონსს მივადევნებ თვალს, 150 კაცზე მეტი მაინც ვერსად ვერ იკრიბებით, ჰოდა, სადაც ღონისძიება გექნებათ დაგეგმილი, ორჯერ მეტი ჩვენი მხარდამჭერი მოვა და მაგ ბორშჩს რა მიმართულებით მოგახმართ, საკუთარ მაგალითზე ნახავთ.” – წერს ირმა ინაშვილი.