საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს – ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში – დიმიტრი მედვედევი

საქართველოში არის მორიგი „ფერადი“ („ვარდების“, „ნარინჯისფერი“ და ა.შ.) რევოლუციის მცდელობა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

Возможно, это изображение 1 человек и текст

„ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს, მეორე ნაწილი დუმს. საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს, რადგან არჩევნებს არ ცნობს“, – წერს მედვედევი.

მისი მტკიცებით, ადრე ამისთვის ხალხს „ბოძებზე ჰკიდებდნენ“.

„ახლა ჰუმანური დროა. ის განახორციელებს. ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში, აიძულონ არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ თავხედურ ევროკავშირს, ნატო-სა და პინდოსტანს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება“, – წერს მედვედევი.