დავით ჩიხელიძე: დებატები ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ჯანელიძეს შორის ლექტორის და ოროსანი სტუდენტის ფორმატში გადაიზრდება – არ ვიცი ჯანელიძეს მოტივაცია, მაგრამ ფაქტია, არც განათლებით და არც პატრიოტიზმით არ გამოირჩევა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შეთავაზებას, საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში დებატების გამართვასთან დაკავშირებით.

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

როგორც დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი დებატები „ლექტორის და ოროსანი სტუდენტის ფორმატში გადაიზრდება“, რადგან ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.

მისივე თქმით, მიხეილ ჯანელიძე არც განათლებით გამოირჩევა და არც პატრიოტიზმით.

„პრემიერის მხრიდან დებატებზე თანხმობა უსინდისობა იქნება, რადგან ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. დებატები, ლექტორის და ოროსანი სტუდენტის ფორმატში გადაიზრდება. დებატებთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხელ ჯანელიძე, რომელიც პრემიერთან დებატებისთვის მზად არის, იქვე დასძენს, რომ თუ ევროინტეგრაციის გზაზე გზაზე საქართველომ რაიმე ხელშესახები შედეგი დადო, ამაში მისი წვლილიც არის.

ამბიციები და სურვილი გვერდზე გადავდოთ და რეალობას შევხედოთ, პრემიერის მხრიდან დებატებზე თანხმობა უსინდისობა იქნება, რადგან ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და დებატები, ლექტორის და ოროსანი სტუდენტის ფორმატში გადაიზრდება. არ ვიცი ჯანელიძეს მოტივაცია, მაგრამ ფაქტია ის არც განათლებით და არც პატრიოტიზმით არ გამოირჩევა, როცა საჭირო იყო მაშინ ვირთხასავით სოროში შეძვრა, ახლა კი კაცი და ვაჟკაცი გახდა. წადი რა კვირიკაშვილს ედებატე, მაგრამ მანდაც ფრთხილად იყავი, კეთილების გინება იცის…“, – წერს დავით ჩიხელიძე.