ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე 250-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინის რეჟიმსა და შინ დარჩენის განკარგულებას აპროტესტებდნენ.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიული იყო და პოლიციელების მიმართ ძალადობას იჩენდა.
ცნობისათვის, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების 75% და დაღუპულთა რაოდენობის 90% მოდის, კარანტინის რეჟიმი ივლისის დასაწყისიდან მოქმედებს. ბოლო პერიოდში შტატის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის მზადება დაიწყო. ავსტრალიაში კორონავირუსის 26 600-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს.
“აიპიენი”