“სასიხარულოა ის, რომ დღეს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წერილით მიმართა მაკა ბოჭორიშვილს, რაც დასტურია, რომ არჩევნები აღიარებულია” – ირაკლი კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეუთო-ს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს “ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სე­სი­ის შემ­დეგ სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“ წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რაც მისი თქმით, დას­ტუ­რია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

"სასიხარულოა ის, რომ დღეს, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წერილით მიმართა მაკა ბოჭორიშვილს, რაც დასტურია, რომ არჩევნები აღიარებულია" - ირაკლი კობახიძე

  • რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, წე­რილ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი შეს­თა­ვა­ზა, არ­ჩევ­ნე­ბი კარ­გად იყო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი და კან­დი­და­ტებს ჰქონ­დათ კამ­პა­ნი­ის თა­ვი­სუფ­ლად წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე­ვე, მისი გან­ცხა­დე­ბით, წე­რილ­ში სა­უ­ბა­რი არაა ე.წ. გა­ჟონ­ვის სა­კი­თხზე.

“ეუთო/ოდი­რი არის ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი. ეს თავ­დას­ხმა ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ი­წყო და გრძელ­დე­ბა შემ­დეგ. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ ეუთო/ოდირ­მა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­აა, ეს არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სა რო­გორც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი. ამ თავ­დას­ხმე­ბის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა ის, რომ დღეს, ეუთო-ს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პას­კალ ალი­ზარ­დმა მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო მი­ნისტრს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლით: სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სე­სი­ის შემ­დეგ მოგ­მარ­თავთ ჩვენს სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეუთო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მხრი­დან და ეუთო-ს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მხრი­დან ამ არ­ჩევ­ნე­ბის სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბას, ამა­ზე­ცაა წე­რილ­ში სა­უ­ბა­რი. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი შეს­თა­ვა­ზა, არ­ჩევ­ნე­ბი კარ­გად იყო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი და კან­დი­და­ტებს ჰქონ­დათ კამ­პა­ნი­ის თა­ვი­სუფ­ლად წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. კი­დევ ერთხელ არის ხაზ­გას­მა იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და კონ­კუ­რენ­ტულ პი­რო­ბებ­ში. აქ ასე­ვე, სა­უ­ბა­რია გარ­კვე­ულ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებ­ზე. ასე­თი ტერ­მი­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: “გარ­კვე­უ­ლი კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი“ და ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ასე­თი: ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლა­სა და ფი­ნან­სურ უთა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ქალ­თა არა­სა­თა­ნა­დო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა პარ­ტი­ულ სი­ებ­ში და სხვა. იცით, რომ მთა­ვა­რი თემა, რაც ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ, ე.წ. გა­ჟონ­ვის სა­კი­თხი, სა­ერ­თოდ არაა ნახ­სე­ნე­ბი წე­რილ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ერ­თოდ არ იყო. ეს წე­რი­ლი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და სა­თა­ნა­დოდ და ყვე­ლა სპე­კუ­ლა­ცია სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ეუთო/ოდირს, ეუთო-ს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას, სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მი­სი­ას, არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის და ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.