საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სკანდალური ჩანაწერები გავრცელდა. ვიდეოში ისმის რამდენიმე ე.წ. „მშვიდობიანი“ მომიტინგის საუბარი, რომლებიც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ აქციის მონაწილეებს და ამბობენ, რომ თუკი აქციაზე ცხედარი არ იქნება, ხალხის რაოდენობა შემცირდება.
მათივე თქმით, ფოიერვერკებით პროტესტი აზრს მოკლებულია და მთავრობას ამ ხერხით ვერ ჩაანაცვლებენ.
„აქ თუ რამე სერიოზული, „ტრუპი“ თუ არ იქნა, ხალხი აღარ მოვა. მაშხალებით და ფეიერვერკით ვის უნახავს მთავრობები ვარდებოდეს…“, – ისმის ჩანაწერში.