აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან „საინვესტიციო შეთანხმებას“ მხარი არ დაუჭირა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად მხარი არ დაუჭირა „საინვესტიციო შეთანხმებას“ რუსეთთან. ამის თაობაზე Nexta Live იუწყება.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი

ე.წ. პარლამენტში ამ საკითხის განხილვას 15 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა.

მოგვიანებით ოპოზიციასა და ყოფილ დე ფაქტო ლიდერს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.