კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ X – ში ეხმიანება.
„პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მთელი მსოფლიოს გასაგონად! უცხოურ პრესაში აცხადებს, რომ: შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც. დანიშნულების რაზმის წევრებს! ომის დროს ელიტარული სამხედრო ნაწილის მებრძოლებს! „ანფიტამინს“ ანუ ნარკოტიკულ ნივთიერებებს აძლევენ!იმისთვის რომ არ დაიღალონ!“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.