აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან ვირუსის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია,- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის ექიმები და პოლიციელები არიან.
რუსუდან შავიშვილის თქმით, რეგიონში სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება.
„რეგიონში 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტლებში არის 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. საკარანტინო კოვიდსივრცეში კი 97 უსიმპტომო პირი გვყავს. კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა თქვენც იყოთ… ყველა ფენაშია.
განათლების სამინისტროს ორგანიზებით, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია ზღვისპირეთში, ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას, რათა სკოლაში ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო გარემო.
ჯერჯერობით სიტუცია კონტროლს ექვემდებარება. ეს ახალი 108 შემთხვევა არის შიდაგავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგი უცნობი. საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება. ქობულეთში დაემატა ერთი კლინიკა“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”