„ერთ-ერთ ოპოზიციის ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.
„ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა: „ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ, ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინსტიტუტების“.