რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველოს ხელმძღვანელობის პრაგმატული პოლიტიკა ვაშინგტონსა და ბრიუსელში გულძმარვას იწვევს

საქართველოს პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში „გულძმარვას იწვევს“, საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შეიძლება გაგრძელდეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველოს ხელმძღვანელობის პრაგმატული პოლიტიკა ვაშინგტონსა და ბრიუსელში გულძმარვას იწვევს

„საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გულძმარვას იწვევს. თუ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შესაძლოა, გაგრძელდეს”, – აღნიშნა გალუზინმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა დაიცვას თავისი პრაგმატული კურსი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.