უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მობილიზაციის ასაკის შემცირების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს.
მისი თქმით, ქვეყანას ახლა სჭირდება ფოკუსირება სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე და არსებული ბრიგადების მომზადებაზე.
„ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ. პრიორიტეტი უნდა იყოს რაკეტების მიწოდება და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება და არა უკრაინაში გაწვევის ასაკის შემცირება. მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და არა იარაღის შენახვა საწყობებში“, – წერს ზელენსკი.