პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ემანუელ მაკრონმა დირექტივები, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპისგან მიიღო.
„საფრანგეთის პრეზიდენტი დაუკავშირდა „არალეგიტიმური“ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და „რუს ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის ინიციატივით. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპთან პარიზში შეხვედრის შემდეგ მიღებული დირექტივის თანახმად, როდესაც ამ უკანასკნელმა ზურაბიშვილთან გაცნობით შოკი მიიღო. ველოდებით მაკრონის „და-ჰეჩინსკებას“, – წერს დავით ქართველიშვილი.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.