არაბული ქვეყნები ტრამპის პირობებშიც გააგრძელებენ რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობებს – ემილ ავდალიანი

არაბული ქვეყნები ელოდებიან ტრამპის მმართველობას, როგორც შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება შეიცვალოს.

არაბულ ქვეყნებს დიდწილად აწყობთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის სტილი, რომელიც ნაკლებადაა გაჟღენთილი დემოკრატიის შენების და ადამიანის უფლებების საკითხებით, არამედ ფოკუსირებულია კონკრეტული შედეგების დადებაზე.

ამავდროულად, ტრამპი ის პრეზიდენტია, ვის მმართველობაშიც ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ აშშ-მ უსაფრთხოების გარანტიები წარუდგინოს რომელიმე არაბულ ქვეყანას და ეს დიდ თავის სატკივარს უქმნის საუდის არაბეთს, გაერთიანებულ ემირატებსა და სხვებს. ამიტომაც, მოლოდინი, რომ არაბული ქვეყნები სრულად აშშ-ის მხარეს იდგებიან მცდარია.

მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე. არაბული ქვეყნები არც ირანის წინააღმდეგ ამერიკის მოსალოდნელ მკაცრ სამხედრო და პოლიტიკურ კურსს დაუჭერენ მხარს, რადგან ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისას, მაგალითად, საუდის არაბეთისთვის უმჯობესია პირდაპირ მოელაპარაკოს თეირანს და შეამციროს დაძაბულობა. ზუსტად ეს მოხდა 2023 წლის მარტში, როდესაც თირან და ერ-რიადი შერიგდნენ და ურთიერთობები სულ უფრო მეტად ვითარდება.

 

ემილ ავდალიანი, “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი