უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ მან X-ზე (Twitter) დაწერა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, საუბარი 11 დეკემბრის დილას შედგა.
„დღეს დილით მქონდა ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ეს არის რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირები. ჩვენ ვდგამთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ,” – დაწერა ორბანმა.