მედვედევი: ანგლოსაქსებს სურთ რუსეთსა და ჩინეთს შორის შუღლი გააღვივონ, მაგრამ ვერ შეძლებენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, ანგლოსაქსური ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ მოსკოვსა და პეკინს შორის შუღლი გააღვივონ, მაგრამ დასავლეთის ასეთი გეგმები მარცხისთვის არის განწირული.

დმიტრი მედვედევი

მედვედევის თქმით, მოსკოვისა და პეკინის მეგობრობაში დასავლეთი საფრთხეს ხედავს.

„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში საფრთხეს ხედავენ. {დასავლეთი} ისინი ცდილობენ ჩვენს გაყოფას, მართალი გითხრათ, მთელი ანგლოსაქსური სამყაროს პოლიტიკაა მიმართულია ამისკენ, მაგრამ ეს მხოლოდ მარცხისთვის არის განწირული“, – აცხადებს მედვედევი.