აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფრანგულ გამოცემა „პარი მატჩთან“ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ „კიევსა და მოსკოვს შორის არსებული პრობლემის გადაჭრაზე“ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში ვიზიტისას.
ტრამპის თქმით, უკრაინა და რუსეთი უმძიმეს დანაკარგს განიცდიან და გამოსავლის გამონახვის დროა.