სააკაშვილის ოჯახის წევრის საარჩევნო შედეგი კიდევ უფრო დიდი კრახისთვის არის განწირული

სააკაშვილის ოჯახის წევრის საარჩევნო შედეგი კიდევ უფრო დიდი კრახისთვის არის განწირული, – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, გიული ალასანიას შესახებ ისაუბრა.

„მე არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის წევრებზე დამცინავ კომენტარებს აკეთებენ. მათი საქმეა ვის დააყენებენ. ისინი ცდილობენ საჯარო პირებად გახადონ ოჯახის წევრები. მიხეილ სააკაშვილი ამაზეც არ იხევს უკან. სააკაშვილის ოჯახის წევრი როცა იქნება კიდევ უფრო დიდი კრახისთვის არის განწირული მისი საარჩევნო შედეგი, იქიდან გამომდინარე რომ ის სააკაშვილის ოჯახია. ადამიანის, რომელიც ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა გაშიფრეს, რომ ის არის საერთაშორისო პოლიტიკური თაღლითი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.~

 

“იმედინიუსი”