კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 13 დეკემბერს სომხეთის მთავრობის მეთაურ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას არ გეგმავს.
„შეხვედრები დღეს არ არის დაგეგმილი“, – აცხადებს პესკოვი.
ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. რუსეთში ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება.
ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭო სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის,ყირგიზეთისა და რუსეთის მთავრობის მეთაურებისგან შედგება.