თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოიპოვა.
სასულიერო პირს მხარდაჭერა უამრავ ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორისაა DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი.
„მე და მამა შალვას ახალგაზრდობის და სტუდენტობის წლები ერთად გვაქვს გავლილი, მთელი მისი ცხოვრება დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი მშობლიური ეკლესიისადმი მსახურება, მას მის გარეშე ერთი წუთით არ უცხოვრია, ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ათენში ჩამოვიდა ჩვენთან და სწორედ და დღეს მასზე შეტევა ეს არის ეკლესიაზე შეტევა, ეს არის ეკლესიის ყველა ერთგულ მღვდელმსახურზე შეტევა, ყველა ნამდვილ ქართველ მამულიშვილზე შეტევა, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა მამა შალვას! ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს მშობლიურ ეკლესიას“, – წერს ავთანდილ გიუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი დღეს, 14 დეკემბერს ვაკეში იკრიბება, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს მამა შალვას და ეკლესიას.