ლუკაშენკო, ფაშინიანი, ალიევი – ვინ მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება?

სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ 14 დე­კემ­ბერს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩია.

ლუკაშენკო, ფაშინიანი, ალიევი - ვინ მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება?

  • მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა მი­უ­ლო­ცა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა და სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დარ ვუ­ჩიჩ­მა.

ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო:

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ნა­ყო­ფი­ე­რი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ბე­ლა­რუს­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბას ხელს შე­უ­წყობს. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, გეგ­მე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ ახალ მიღ­წე­ვებს”.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი:

“გულ­თბი­ლად ვუ­ლო­ცავ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას, სომ­ხე­თი მო­უთ­მენ­ლად ელის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ყვე­ლა დო­ნე­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“.

ილ­ჰამ ალი­ე­ვი:

“მჯე­რა, ყვე­ლა ღო­ნეს ვიხ­მართ, რათა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს და გა­ფარ­თოვ­დეს სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა და ხალ­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა.

ალექ­სან­დარ ვუ­ჩი­ჩი

“გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბით და წინ­და­ხე­დუ­ლად შე­ას­რუ­ლოთ ეს სა­პა­ტიო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მო­ვა­ლე­ო­ბა”.

  • ცნო­ბის­თვის, ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ჯო უილ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში უილ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არა­ლე­გი­ტი­მურს უწო­დებს.

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტად.

ვა­ფა­სებ მის სი­მა­მა­ცეს არა­ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის რუსი მა­რი­ო­ნე­ტი პრე­ზი­დენ­ტის თავ­ზე მოხ­ვე­ვას ცდი­ლობს. ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს! #MEGOBARI,” – წერს უილ­სო­ნი.

ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მარ­კო მი­ხელ­სო­ნი სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვას ასე ეხ­მა­უ­რე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია“, – წერს მარ­კო მი­ხელ­სო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ვაგ­რძე­ლებთ ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღი­ა­რე­ბას, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის “არ­ჩე­ვა“ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლებს არ ასა­ხავს, – ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ევ­რო­პა­ში ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ALDE და მსოფ­ლიო ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა Liberal International ავ­რცე­ლე­ბენ.

“ღრმად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის „არ­ჩე­ვით“ ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის მიერ, რაც მთლი­ა­ნად „ერ­თპარ­ტი­უ­ლი“ პარ­ლა­მენ­ტი დო­მი­ნი­რებს, რო­მე­ლიც სა­და­ვო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იკ­რი­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­ას არ მო­ი­ცავ­და, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ნამ­დვი­ლად არ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლებს.

ვაგ­რძე­ლებთ ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის მისი მიღ­წე­ვე­ბის აღი­ა­რე­ბას, რაც შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლს.