რუსეთმა სირიიდან დიპლომატიური პერსონალის ნაწილის ევაკუაცია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთმა სირიის დედაქალაქ დამასკოდან დიპლომატიური პერსონალის ნაწილის ევაკუაცია განახორციელა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციისა და კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი იტყობინება, წერს Ria.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო კოსმოსური ძალები

„15 დეკემბერს დამასკოში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის ნაწილი ხმეიმიმის ავიაბაზიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო კოსმოსური ძალების სპეციალური რეისით მოსკოვის ჩკალოვსკის აეროპორტში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის ნაწილის ევაკუაციაც განახორციელა. როგორც დეპარტამენტმა დასძინა, რუსეთის საელჩო დამასკოში მუშაობას აგრძელებს.