რობერტ ფიცო: „ჩვენი მოწოდებაა, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია“

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი

„ჩვენი მოწოდებაა, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.

მისივე განცხადებით, სერბეთი, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს.