აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში, ქრისტიანულ სკოლა Abundant Life-ში სროლის შედეგად სრულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამის შესახებ CNN სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
როგორც CNN წერს, ეს, მხოლოდ 2024 წელს, 83-ე მსგავსი შემთხვევაა, რაც აჭარბებს მასობრივი სროლის 2023 წელს დაფიქსირებულ შემთხვევებს.