CNN: ახლახან 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ აშშ-ის საელჩო მინიშვნელოვნად დააზიანა – დეტალები

ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა.

მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა.

„პორტ-ვილაში აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილია“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო პაპუა-ახალ გვინეაში.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.