მიხეილ სააკაშვილი – ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო

ვინმეს დღეს ივანიშვილი სააკაშვილი ხომ არ ჰგონია? ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი - ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო

მისიე თქმით, თუ ახლა ქართველმა ხალხმა წააგო, ქვეყანა და მომავალი აღარ გვექნება.

„სამშობლოს სიყვარული არის ძალიან ძლიერი გრძნობა. არანაირ სასახლეებზე ეს არ იცვლება; არანაირ შემოსავლებზე, მოგზაურობაზე, ფუფუნებაზე ეს არ იცვლება. მე გადავდე თავი სამშობლოსთვის და სწორედ ამის გამო, 3 წელიწადზე მეტია არ მინახავს ცა, არ მინახავს მზის სხივი, არ ჩამისუნთქავს ჰაერი. არაფერი ისე არ ფასდება, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. თუ კი რაიმე პარალელის გავლება გინდათ ვინმესთან, 2007 წლის 7 ნოემბერთან ნუკი ავლებთ, გაავლეთ რუსეთის რეჟიმთან, ასლან აბაშიძის რეჟიმთან. შევარდნაძესთანაც არ ვამბობ. ასლან აბაშიძე ფეოდალი იყო. ჩვენი ამოცანა დღეს არის, ვიყოთ ძალიან ფხიზლად. 20 იანვრამდე ესენი შეედებიან ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. თუ ესენი გაძვრნენ, მერე ნახეთ რეპრესიები და უბედურები, მერე ნახეთ როგორ გამოიყურება დიქტატურა. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელები. სახელმწიფო ჩამოშლილია, პოლიციას, რომელსაც ჰქონდა ჩემ დროს ნდობა, ახლა აქვს სიძულვილი. თქვენ ივანიშვილი სააკაშვილი ხომ არ გგონიათ? ვინმეს დღეს ივანიშვილი სააკაშვილი ხომ არ ჰგონია? ჩემთვის პირადი კეთილდღეობა და ფული არ არის არაფერი. უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის. უნდა გვესმოდეს რამხელა გამოწვევასთან გვაქვს საქმე და რაზე არიან წამსვლელები. ქართული საზოგადოება არის ლიდერი. არცერთი პოლიტიკოსი, არც წარსულის და არც მომავლის. თუ ახლა ვაგებთ, ჩვენ ქვეყანა აღარ გვაქვს! თუ ახლა ვაგებთ, ჩვენ მომავალი აღარ გვაქვს! თუ ახლა ვაგებთ, ჩვენ სიცოცხლე აღარ გაქვს!

რუსი ხალხი 2012 წელს შევიდა სახლში და მერე ყველანაირი უბედურება მოხდა. ბელარუსი ხალხი შევიდა სახლში და უბედურება მოხდა. ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო. საერთო სახალხო რევოლუცია…“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.