უკრაინის კანონიკური ეკლესიის მიტროპოლიტი ლუკა: “უკვე ათი წელია, ვიტანჯებით”

უკრაინაში მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ბრძოლამ მძაფრი ხასიათი მიიღო. როგორც ირკვევა, კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინის ტერიტორიის საომარ პოლიგონად გადაქცევა არ იკმარა და სხვა ექსპერიმენტებთან ერთად იქ მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ გამანადგურებელ მეთოდსაც ტესტავს. ამ მეთოდის შესახებ საკუთარი თავისუფლების და სიცოცხლის რისკით გვესაუბრება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (ერში – ანდრეი ვიაჩესლავის ძე კოვალენკო):

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას რთული დრო დაუდგა.   უშუალოდ სახელმწიფო მანქანისგან მთელ მართლმადიდებელ სამყაროში სწორედ ის იდევნება. ყველა უბედურების საფუძველი საეკლესიო განხეთქილებაა. რამდენიმე ათეული წელია ვიტანჯებით. თავიდან ჩვენი ეკლესიებს იპყრობდა ე.წ. “კიევის საპატრიარქო”,  ფილარეტ დენისენკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც კარგი კავშირი ჰქონდა ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ახლა ამას უკვე 2018 წელს ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უშუალო მონაწილეობით რამდენიმე წლის წინ შექმნილი  სქიზმატური დაჯგუფება სჩადის, რომელმაც „Православная церковь Украины“(ПЦУ) დაირქვა.

ჩვენს ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი ზეწოლა უკვე 10 წელია, მიმდინარეობს. ომმა მხოლოდ გაამძაფრა უკრაინაში მართლმადიდებლების დევნის პროცესი. მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა უკრაინის ეკლესიის დევნა, იყო ფანარას (“ფანარა” ჰქვია უბანს სტამბულში, სადაც მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის რეზიდენცია მდებარეობს) უკანონო ჩარევა უკრაინის საეკლესიო საქმეებში.

უკრაინელი სქიზმატიკოსების ლეგალიზაციის გარეშე, კანონიკური ეკლესიის მოწინააღმდეგეები ბევრს ვერაფერს გახდებოდნენ. ახლა კი, ყველა დონეზე, «ПЦУ» (უკრაინის სქიზმატური ეკლესია) არის პრივილეგირებული, როგორც ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც უნდა ზრუნავდეს უკრაინელ მართლმადიდებლებზე. ცდილობენ, მასობრივად იქ შეგვრეკონ. ამავდროულად, არ გვიტოვებენ თუნდაც იატაკქვეშეთში გადასვლის საშუალებას. მაგალითად, ლვოვში ადგილობრივი მოსახლეობა და რადიკალები, მედიისა და ლვოვის საკრებულოს მხარდაჭერით, აკვირდებიან ადგილებს, სადაც ტაძრის არქონის გამო, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეები შესაძლოა სრულფასოვანი ღვთისმსახურების მიზნით სალოცავად შეიკრიბონ. უფრო მეტიც, აქტივისტები ხელს უშლიან ეკლესიებიდან გაძევებულ ადგილობრივ უკრაინის ნამდვილი მართლმადიდებელი ეკლესიის („УПЦ“) თემს შენობების დაქირავებაში და დროებით იქ ტაძრების განთავსებაში..

და, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ჩვენი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევისა   რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არა იმდენად უკრაინის ახლახან შეკოწიწებულ სქიზმატურ საკრებულოს, რამდენიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს!

– ამ მდგომარეობაში რამდენად ერთიანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია? მრევლმა ზურგი ხომ არ აქცია? არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა სასულიერო პირებს შორის?  

– 2018 წელს ე.წ. „გამაერთიანებელ საბჭოზე“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ორი ეპისკოპოსი მივიდა, რის შედეგადაც  «ПЦУ» (უკრაინის სქიზმატური საკრებულო) შეიქმნა. დიახ, ასზე მეტი იერარქიდან მხოლოდ ორი! თორმეტ ათასზე მეტი მღვდლიდან ახალ სტრუქტურაში ასზე ცოტა მეტი გადავიდა. ვფიქრობ, ეს ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.

„ფანარას“ მიერ ლეგალიზებულ ორგანიზაციასთან შერწყმის იდეის საყოველთაო მხარდაჭერა ჩვენს ეკლესიაში არ არსებობს. ცხადია, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი მღვდლები საკუთარი მომავლის შიშით ან არსებული შეღავათების შენარჩუნების სურვილით გადადიან „ПЦУ “-ში (სქიზმატურ დაჯგუფებაში).   თუმცა, ეს უმცირესი ნაწილია მათთან შედარებით, ვინც განაგრძობს მსახურებას ჩვენს, ნამდვილ ეკლესიაში!

ძირითადად, ჩვენ ვკარგავთ ეკლესიებს ძალადობრივი ჩამორთმევის ან საწესდებო დოკუმენტების გაყალბების შედეგად, რეიდერული (მოთარეშე) მიტაცების გზით. თუმცა, ჩვენი მეტოქეები ძირითადად, პიროსის გამარჯვებას ზეიმობენ (პიროსის გამარჯვება — ფრაზეოლოგიზმი, რომელიც აღნიშნავს გამარჯვებას ისეთი დანაკარგებით, რომელიც აბათილებს გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას. ეს გამოთქმა წარმოიშვა პიროსის გამარჯვებისას ასკულუმთან ბრძოლაში, როდესაც პიროსმა დაამარცხა რომაელები, მაგრამ ისეთი დანაკარგებით, რომ კამპანიის გაგრძელება ვეღარ შეეძლო). ბოლოსდაბოლოს, კედლების წართმევის მიუხედავად არ შეუძლიათ ადამიანთა სულების ხელში ჩაგდება. ეკლესიებიდან განდევნილი მღვდლები და მორწმუნეები განაგრძობენ საეკლესიო კანონთა ერთგულებას, ხოლო რაიდერთა „ღვთისმსახურებისას“ ტაძრები უბრალოდ ცარიელია! ამიტომაც, ბევრი წართმეული ეკლესია დახურული რჩება, ან გამოიყენება კინოთეატრად და საკონცერტო დარბაზად. «ПЦУ» -ს  მათივე ინფორმაციის თანახმად, არც “მღვდლები” ჰყავთ და არც ეკლესიების შემავსებელი მრევლი!

იგივეა მონასტრებშიც. თვალსაჩინო მაგალითია კიევ-პეჩორსკის ლავრა. რამდენიმე ასეული ბერიდან მხოლოდ ერთი დათანხმდა გადასულიყო  «ПЦУ»-ში და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წართმეულ ობიექტებზე „ეპისკოპოსის“ რანგში მეთვალყურედ დარჩენილიყო. ამგვარად, მის “მსახურებაზე” ლავრაში 20 ადამიანიც არ იკრიბება! ამ დროს, კომპლექსიდან ჩვენს ხელთ დარჩენილი ტაძრები მუდმივად მრევლით სავსეა. აი, ზუსტი პასუხი იმაზე, შეაქცია თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ზურგი მისმა მრევლმა!

– რამდენად მასშტაბურია მართლმადიდებელი სარწმუნოება უკრაინაში? რამდენად ბევრი  მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომლებიც რეგულარულად დადიან ტაძრებში?

– ჩვენი ეკლესია არის მთელი უკრაინის ეკლესია. ჩვენი ეპარქიები ხომ, მთელ ქვეყანას მოიცავს. რაც შეეხება მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უკრაინის მოსახლეობის 20-30 პროცენტი რეგულარულად დადიოდეს ეკლესიებში. რაც მეტი ადამიანია, მით ძლიერია ლოცვა, მით მეტია მონანიება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მითუფრო ახლა, როცა ურთულეს პერიოდს გავდივართ.

– უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მაგრამ არსებულ ვითარებაში არის თუ არა კომუნიკაცია ორივე მხარის იერარქებს შორის?

– ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია შეუძლებელია, რადგან ამაზე სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწესებული.

 – მრავალი თქვენი სულიერი ძმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები – დაპატიმრებულები არიან. მათ მიმართ გამოძიება და სასამართლო პროცესები რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს?

– მათ სხვადასხვა სახის აღკვეთის ღონისძიება აქვთ შეფარდებული, ღამის შინაპატიმრობით დაწყებული, ვიდრე დაკავებამდე. ამგვარად, ეპისკოპატზე პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება. ყველაზე მძიმეა სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვრის, სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის მდგომარეობა. განაჩენის გარეშე ეს იერარქი თითქმის 7 თვეა, რაც ციხეში იმყოფება, რაც კანონს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

სვიატოგორსკის დაპატიმრებული მიტროპოლიტი არსენი

 

უფრო მეტიც – სასამართლოს ყოველ სხდომაზე დასწრების მიზნით მოყვადათ და მერე უკან მიყავდათ და ამასობაში, დაახლოებით 16 საათის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში – წყლისა და საკვების გარეშე ამყოფებდნენ. ზაფხულში ეს ხდებოდა ჯოჯოხეთურ სიცხეში, ვიწრო დახურულ სალონში, ხელბორკილებში. თანაც ატარებდნენ იმ ტერიტორიის გავლით, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სატრანსპორტო საკნის ზომას – 50 x 70 x 150 სმ !

ზოგჯერ სასამართლო სხდომები ყოველდღიურად იმართებოდა, რის შედეგადაც, როგორც თავად იუწყება – დატყვევებულ ეპისკოპოსს ძილის საშუალებაც არ ჰქონდა. ეს კი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სასტიკი წამების ტოლფასია. მიტროპოლიტი ძირითადად საერთო საკანში იმყოფებოდა, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილებთან. მხოლოდ ახლახან მიეცა უფლება, სასამართლო სხდომებს ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწროს.

– უკრაინაში № 8371 კანონის მიღება ნიშნავს თუ არა, რომ ამ ქვეყანაში არა მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ მთლიანად მართლმადიდებლობაც, როგორც აღმსარებლობა – აიკრძალა?

– აქცენტს უფრო გავაძლიერებ – აიკრძალა კი არა, განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა!

ამას მარტივი სქემით ცდილობენ – აპირებენ გაანადგურონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მისი ნარჩენები სქიზმატურ საკრებულოს შეურწყან და შემდეგ გააერთიანონ ეს სტრუქტურა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიასთან!

ფაქტობრივად ამჟამად უკრაინის მაგალითზე ვატიკანისა და ფანარას სტრატეგია ხორციელდება მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების გაერთიანების მიზნით. ეს სტრატეგია მომავალში უფრო მაღალ დონეზე ამოქმედდება. საწყისი მიზანია შექმნას ახალი კავშირი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და სქიზმატების ბაზაზე.

ეს ამოცანა თუ შესრულდება, მერე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ვატიკანი გამოიყენებენ „უკრაინულ პრეცედენტს“ იმის დასასაბუთებლად, რომ მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების გაერთიანება მათი სწავლების პრინციპების შეცვლის გარეშეც შესაძლებელი და რეალურია!

–  მიმდინარე მოვლენებს სხვა კონფესიები და რელიგიები როგორ აფასებენ?   

– სამწუხაროდ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყნის შიგნით რაიმე სერიოზულ მხარდაჭერას არ იღებს. პირიქით, ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების სრულიად უკრაინულმა საბჭომ (რომელშიც შედიან რომის კათოლიკური ეკლესია, პროტესტანტული, მუსულმანური და იუდაისტური სტრუქტურები,  უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია და ა.შ.) მხარი დაუჭირა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს.

რატომ მოხდა ეს? ალბათ ყველას საკუთარი ინტერესი აქვს. ვიღაცას სურს შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ვიღაც მჭიდროდ არის დაკავშირებული გარე ძალებთან, რომლებიც ლობირებდნენ უკრაინაში სქიზმატური საკრებულოს პროექტის შექმნას, ვიღაცას სურს უბრალოდ შთანთქას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. სხვა ვიღაცას კი, სურს უკრაინის შემდგომი კათოლიკიზაციის წინაპირობები შექმნას.

– რამდენად საშიშია თქვენთვის ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა?

– ყველაფერი ღვთის ხელშია. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დანაშაული დამაბრალონ, ცილიც დამწამონ, რათა ვამტკიცო, რომ „აქლემი არ ვარ!“

– სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების მოსახლეობის, მათ შორის ქართველი მართლმადიდებლების მხარდაჭერას თუ გრძნობთ? მეუფე, რას ეტყვით საქართველოსა და მთელი მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებს?

– საბედნიეროდ, ბევრი და-ძმა გვყავს სხვა ადგილობრივ ეკლესიებში, რომლებიც გულწრფელად განიცდიან და ლოცულობენ ჩვენთვის. დიდად მადლობელნი ვართ მრავალი მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის მხრიდან გაწეული მხარდაჭერისთვის – როგორც სიტყვით, ასევე საქმით.

საქართველო ჩემთვის ძალიან ახლოსაა. უზომო პატივს ვცემ პატრიარქ ილიას, რომელსაც პირადად ვიცნობ. ის ჩემთვის უდავოდ, სულიერი ავტორიტეტია.

ოდესღაც გლინსკის უდაბნოს მღვდელმთავარი ვიყავი, სადაც საქართველოში დიდად პატივცემული ასკეტები შეუდგნენ სულიერ გზას. ჩემი მეუფების დროს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად განადიდა თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, სქიმ-არქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცოვი). ჩვენს მონასტერს სტუმრობდნენ  მათი სულიერი შვილები, სქიმ-არქიმანდრიტები: ფილარეტი და ბენიამინი. ჩემთვის ძვირფასია  საქართველოს ეკლესიის რიგ იერარქებთან კომუნიკაცია, ვისგანაც არაერთხელ მიმიღია ძალა და ენერგია ჩემი მსახურებისთვის.

ამიტომ, მინდა ვუსურვო საქართველოსა და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებში მცხოვრებ ყოველ ქრისტიანს – ღმერთთან მშვიდობა შეინარჩუნონ, არ ჩამოშორდნენ მას და გულმოდგინედ დაეწაფონ მის წყალობას, იყვნენ დედაეკლესიის ერთგული შვილები. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობასა და კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს, ადამიანის წინააღმდეგ მეორე ადამიანის ომი შედეგია

ღმერთთან ადამიანის ომისა… მაშ, დაე ცოდვას ვებრძოლოთ და არა უფალს!

 

ზაზა დავითაია, “ასავალ-დასავალი” / “თვალსაზრისი

 

 

Епископ Лука: На примере Украины реализуется стратегия Ватикана и Фанары по объединению православных и католиков!

Борьба с православной верой в Украине обострилась. Как оказалось, коллективному Западу оказалось недостаточно превратить территорию Украины в зону боевых действий и наряду с другими экспериментами он еще и апробирует там деструктивный метод против православной веры. Рискуя собственной свободой и жизнью, об этом методе рассказывает епископ Украинской Православной Церкви, митрополит Запорожский и Мелитопольский Лука (в нац. – Андрей Вячеслав Дзе Коваленко):

 

 – Владыко, для Украинской Православной Церкви настали непростые времена. Во всем православном мире на сегодняшний день именно она преследуется напрямую силой государственной машины. Скажите, пожалуйста, первопричиной этого является начало войны или есть более глубинные причины?

– Корень всех бед – церковный раскол. Мы страдаем от него уже несколько десятилетий. Сначала наши храмы захватывались силами «Киевского патриархата», который возглавлял имевший хорошие связи с высшим руководством страны Филарет Денисенко. Теперь это делают сторонники так называемой «Православной церкви Украины», созданной в 2018 году при прямом участии экс-президента Петра Порошенко и Константинопольского патриархата.

Война лишь обострила соответствующие процессы. Ведь фактически масштабное давление на нашу Церковь идет уже 10 лет. И я бы даже сказал, что главным фактором, который по итогам привел к прямым гонениям на УПЦ, стало неправомерное вмешательство Фанара в украинские церковные дела.

Без легализации украинских раскольников противники канонической Церкви мало что могли реально сделать. А теперь на всех уровнях «ПЦУ» продвигают как единственную структуру, которая должна окормлять украинских православных. Нас попросту хотят скопом туда загнать. При этом не оставляя возможности даже уйти в подполье. Например, во Львове местные жители и радикалы, при поддержке СМИ и Львовского городского совета, отслеживают места, в которых верующие Украинской Православной Церкви могли бы собираться на молитву, ввиду отсутствия у них храмового помещения для совершения полноценных Богослужений. Более того, активисты препятствуют изгнанным из храмов местным общинам УПЦ арендовать помещения и приспособлять их под временные храмы.

И это лишь малая толика нарушений прав верующих нашей Церкви. Нарушений, ответственность за которые несет не столько «ПЦУ», сколько Константинопольский патриархат.

– Скажите, пожалуйста, насколько едина УПЦ в этой ситуации? Нет ли разброса мнений среди духовенства? Отвернулись ли прихожане от нее?

– На так называемый «объединительный собор» в 2018 году, по итогам которого была создана «ПЦУ», пришло всего два епископа Украинской Православной Церкви. Два из более, чем сотни иерархов! Из более чем двенадцати тысяч священников лишь только чуть больше ста из них перешло в новую структуру. Думаю, что эти цифры говорят сами за себя.

В нашей Церкви нет повсеместной поддержки идеи слияния с организацией, легализованной Фанаром. Понятно, что существуют случаи перехода наших священников в «ПЦУ» в силу страха за свое будущее или желания сохранить имеющиеся блага. Однако это мизерная часть от числа тех, кто продолжает нести свое служение в нашей Церкви!

В основном мы теряем храмы из-за силовых захватов или фальсификаций с уставными документами общин по принципу рейдерских захватов. Однако наши противники, в основном, праздную пиррову победу. Ведь захватив стены, они не могут захватить человеческие души. Изгнанные из своих храмов наши священники и верующие продолжают хранить верность канонам. А у рейдеров на «службах» попросту пусто! И поэтому многие отобранные храмы так и стоят закрытыми, либо используются в качестве кинотеатров или концертных залов. У «ПЦУ», по их же сообщениям, нет ни «священников», ни «паствы», чтобы заполнить храмы.

Аналогично и с монашествующими. Яркий пример – Киево-Печерская Лавра. Из нескольких сотен монахов только один согласился перейти в «ПЦУ» и «опекать» в качестве «епископа» отобранные у УПЦ объекты обители. Так вот на его «службах» в Лавре часто не набирается даже 20 человек! В то время как оставшиеся у нашей Церкви храмы из комплекса обители постоянно наполнены людьми. И это является хорошей иллюстрацией к Вашему вопросу о том, отвернулись ли от УПЦ ее прихожане.

– Насколько широк охват православных верующих в Украине? Много ли практикующих православных, регулярно посещающих храмы?

– Наша Церковь – это Церковь всей Украины. Ведь наши епархии представлены на всей территории страны. Что же касается практикующих православных, то, конечно, хотелось бы, чтобы на постоянной основе в храмы ходило бы 20-30 процентов населения Украины. Чем больше людей, тем сильнее молитва, тем больше покаяния. А это очень важно. Особенно сейчас, когда мы переживаем очень непростые времена.

– УПЦ сохранила евхаристическую связь с РПЦ, но есть ли коммуникация между иерархами с обеих сторон в нынешней ситуации?

– Коммуникация с нашей стороны не возможна, так как это чревато уголовным преследованием.

 – Немало Ваших духовных братьев, иерархов УПЦ, было арестовано. Насколько справедливо идет процесс расследования и суд?

– Хотел бы уточнить, что некоторые находятся под разными мерами пресечения, от ночного домашнего ареста до заключения под стражу. Этим оказывается прямое давление на епископат Церкви. Самый вопиющий случай – это ситуация с митрополитом Арсением Святогорским, наместником Святогорской Лавры.

Иерарх находится уже почти 7 месяцев в тюрьме без приговора, что идет вразрез с законом.

Причем на каждое судебное заседание его перевозили около 16 часов от тюрьмы до суда и обратно в нечеловеческих условиях – без воды и пищи, летом это происходило при адской жаре, в тесной закрытой кабине, в наручниках, по территории, где ведутся активные боевые действия. Отдельно обратите внимание на размеры камеры для транспортировки – 50 х 70 х 150 см.

Некоторые заседания суда проходили каждый день, что, как он сам говорит, у него почти не было возможности спать, что является абсолютным психическим и физическим мучением. Митрополит вообще находился в общей камере с людьми, которые подозреваются в уголовных преступлениях. Лишь только недавно ему разрешили участвовать в заседаниях суда по видеосвязи.

– После принятия закона №8371 можно ли утверждать, что не только УПЦ, но и Православие в целом, как конфессия, оказалось под запретом?

– Я бы даже усилил акцент – не под запретом, а под угрозой уничтожения.

Это предполагается сделать по простой схеме – разгромить УПЦ, влить ее остатки в   а затем объединить эту структуру с Украинской греко-католической церковью.

Фактически сейчас на примере Украины реализовывается стратегия Ватикана и Фанара по объединению православных и католиков, которая впоследствии может быть применена на более широком уровне. Ее первоначальная цель – сформировать новую унию на базе «ПЦУ» и УГКЦ.

Если данная задача будет выполнена, то Константинопольский Патриархат и Ватикан станут использовать «украинский прецедент» в качестве доказательства того, что воссоединение православных и католиков без изменения догматов их учений является достижимым и реальным.

– Каково отношение к происходящему со стороны других конфессий и вероисповеданий?

– К сожалению, какой-то более или менее серьезной поддержки внутри Украины наша Церковь, мягко говоря, не получает. Наоборот – Всеукраинский Совет церквей и религиозных организаций (в который входят представители РКЦ, протестантских, мусульманских и иудейских структур, УГКЦ и т.д.) поддержал законопроект, направленный на запрет УПЦ.

Почему так получилось? Наверное, каждый преследует свой интерес. Кто-то хочет сохранить хорошие отношения с властью, кто-то плотно связан с внешними силами, которые пролоббировали создание проекта «ПЦУ», кто-то желает просто поглотить УПЦ, а кто-то – создать условия для дальнейшего окатоличивания Украины.

– Насколько для Вас опасно отвечать на наши вопросы?

– Все в руках Божьих. Мне в любой момент могут инкриминировать что угодно. По принципу «а теперь докажи, что ты не верблюд».

– Чувствуете ли Вы поддержку православных из других стран, в том числе из Грузии? Что скажете, уважаемый Владыко, православным верующим Грузии и всего мира, в том числе и России?

– К счастью, у нас есть много братьев и сестер из других Поместных Церквей, которые искренне переживают и молятся за нас. Мы очень благодарны священноначалию, духовенству и пастве многих Православных Церквей за оказанную поддержку – как словом, так и делом.

Мне очень близка Грузия. Я безмерно уважаю Патриарха Илию, с которым я лично знаком, он является для меня бесспорным духовным авторитетом. В своё время я был наместником Глинской пустыни, где начинали свой духовный путь подвижники, которые очень почитаемые в Грузии. При моём наместничестве Украинской Православной Церковью были прославлены в лике святых: митрополит Зиновий Тетрицкаройский, схиархимандрит Серафим (Романцов). Их духовные чада схиархимандриты Филарет и Вениамин посещали нашу обитель. Мне дорого общение с рядом иерархов Грузинской Церкви, в котором я неоднократно черпал силы и энергию для своего служения.

Поэтому я хотел бы пожелать всем православным Грузии и других православных стран хранить мир с Богом, не отпадать от Него и усиленно призывать Его милость, быть верным чадом Матери-Церкви. Тем самым мы обеспечим мир и благополучие для наших народов. Ведь, как сказал святитель Николай Сербский, война человека против человека является следствием войны человека против Бога. Так давайте всегда воевать с грехом, а не с Господом!

 

Заза Давитаиа, “Асавал-Дасавали”/ “Твалсазриси