რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 29 წლის უზბეკეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის იგორ კირილოვის აფეთქება ედება ბრალად. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსი სამართალდამცველების თქმით, უზბეკეთის მოქალაქემ აღიარა, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.
ცნობისთვის, კირილოვი და მისი თანმხლები პირი, მაიორი პოლიკარპოვი გუშინ დილით მოსკოვში, რიაზანის გამზირზე ააფეთქეს. წინასწარი ვერსიით, კირილოვი და მისი თანაშემწე ელექტრო სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ასაფეთქებელი მოწყობილების სიმძლავრემ 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.
მოგვიანებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა, რომ აფეთქება მათი ორგანიზებული იყო.