ცნობილმა ჟურნალისტმა და სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ მ. შალვა კეკელიას თავისი ფეისბუკ-გვერდიდან მიმართა:
“მამა შალვა ლიბერალებთან გაცხარებას ნანობს და ერის ნაწილი რომ დაწყევლა – მაგას არა!!!
– “ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ეკლესია ვერასდროს იქნება ან ერთი, ან მეორე მხარე. ეს ჩვენი მხრიდან წარმოუდგენელია. ორივე მხარეს ჩვენი შვილები არიან. პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩემთან მოვიდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მე მათთვის ვლოცულობ და ძალიან მიყვარს, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან“, – განაცხადა მამა შალვამ…
ბოდიში, მამა შალვა, მაგრამ, სულიერი კი არა, ჩემი საკუთარი და სისხლისმიერი შვილის დედაც ვატირე, სადაც სამშობლოსთან და მაცხოვართან შეეშლება!
შენ კი, ძვირფასო მამა შალვა, გიჯობს ის მოინანიო, ერის მეორე ნაწილი რომ დაწყევლე (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! ვიდეოში საუკეთესოდ ჩანს და ისმის! იხილეთ აქ: 👇
https://www.palitravideo.ge/…/174039-vin-aris-rusi…/),
დიახ, ის ხალხი დაწყევლე, რომელიც რუსეთთან და მის პოლიტიკასთან მიმართებაში ლიბერალებთან შედარებით – ალტერნატიულად ფიქრობს!!!
თუ ყველა ადამიანი შენი სულიერი შვილია – იმათ რად სწყევლი, ჰააა??? ლიბერალებს კოჭი გაუგორე? არ გამოგივა, 2 ბატონის ერთდროულად სამსახური!!! 😉”
-წერს ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში.