საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. ასე სამართალდამცველები მისი გადაადგილების დადგენას შეძლებენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
2021 წელს პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზის კორუფციის ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან 2 წლით – პირობითი სასჯელი. სარკოზი დამნაშავედ ცნეს სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლის მოსყიდვის საქმეზე. ამ საქმეში კიდევ ორი პირი ფიგურირებდა.
ეს საფრანგეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური სასამართლოს წინაშე წარდგა. მოგვიანებით მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა – ლიბიის დიქტატორის მაუმარ კადაფის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსების საქმეზე. პროცესი 2025 წელს უნდა დაიწყოს. თუ სასამართლო სარკოზის დამნაშავედ ცნობს, მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სარკოზის ადვოკატმა პატრის სპონოზიმ განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.