მმართველი გუნდის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი იყო და კავშირები ისევ გაგრძელდება.
„შეხვედრები, რა თქმა უნდა, იმის დასტურია, რომ ყველანაირი სასპეკულაციო გამოეცალათ ჩვენს ოპონენტებს [რადიკალურ ოპოზიციას], იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, როგორიც ევროპული საბჭოს გენერალი მდივანი არის, როდესაც იგი ხვდება პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო, ამით ყველაფერზე წერტილი დასმულია და რა თქმა უნდა, ამით ლეგიტიმაციის თემა თავიდან ბოლომდე, როგორც სპეკულაციის თემა გამოცლილი აქვს ოპოზიციას და ფაქტობრივად, აგონიურ მდგომარეობაში იმყოფებიან“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.